ოლეგ კვეტენაძე - matematika - File Catalogue - Personal site
V E K U A 42
Catalog categories
matematika [11]
მათემატიკა
pizika [3]
ფიზიკა
kartuli [0]
ქართული
geograpia [0]
გეოგრაფია
TEST [1]
ტესტი
films [0]
ფილმები
Site friends
Login form
Search
Our survey
Rate my site
Total of answers: 126
Statistics
Saturday, 2016-12-10, 12:25 PM
Welcome Guest | RSS
Main Page | Register | Log in
File Catalogue
Main » Files » matematika

ოლეგ კვეტენაძე
[ · Download from mirror (1 kb) ] 2007-11-26, 5:37 AM
თუ ადრე 42-ე სკოლას ხშირად გამაზოვ-სტეფანოვის სკოლას უწოდებდნენ, დღესდღეობით მოსწავლეებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სახელი არის ოლეგი-მასწავლებელი. 25 წლის წინათ სკოლაში მოსულმა ახალგაზრდა ოლეგ კვეტენაძემ მოასწრო გაევლო კარგი პედაგოგიური სკოლა თვით ანდრო გამაზოვთან - გაკვეთილებზე დასწრება, მათი ერთობლივი გარჩევა უფროსი კოლეგის მეგობრული რჩევა-დარიგებებით. იმ პერიოდში შეთვისებული ხერხებითა და მეთოდებით ბ-ნი ოლეგი დღესაც სარგებლობს, თუმცა უკვე დიდი ხანია ერთ დროს ახალბედა სპეციალისტი ის უკვე თავისი საქმის ჭეშმარიტი დიდოსტატია.

აზარტული და დაუღალავი, ბ-ნი ოლეგი არასოდეს კმაყოფილდება მხოლოდ საპროგრამო მასალის ახსნით - მისი გაკვეთილები ბავშვებისათვის ზეიმის ტოლფასია. ყოველწლიურად მისი მოსწავლეები იმარჯვებენ რესპუბლიკურ და სოროსის ოლიმპიადებში. საერთაშორისო ოლიმპიადებზე თავი გამოიჩინეს დავით მენაღარიშვილმა, ირაკლი ნადირაძემ, გიორგი ხუციშვილმა, ავთო გაჩეჩილაძემ, დათო ლომიაშვილმა...
გზამკვლევი მასწავლებლის ნომინაციაში გამარჯვებული, ბ-ნი ოლეგი სხვადასხვა დროს იყო სახელმძღვანელოების ექსპერტი, საოლიმპიადო და სხვა მათემატიკური შეჯიბრებების ჟიურის და კომიტეტების წევრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების კომისსსის წევრი.

როგორც მოსწავლეს, ოლეგ კვეტენაძეს 1970-71 წლებში კომაროვის სკოლაში სწავლის პერიოდში, მოგებული აქვს ორი რესპუბლიკური ოლიმპიადა მათემატიკაში და ორი მეორე ხარისხის დიპლომი ფიზიკაში. ოსტატობის კანდიდატი მაგიდის ჩოგბურთში, პირველთანრიგოსანი მოცურავე, დღეს ბ-ნი ოლეგი ამ და სხვა სპორტის სახეობების მხოლოდ გულშემატკივარია, ხოლო მთელ თავის სპორტულ აზარტს ბრიჯს ახმარს. ბ-ნი ოლეგი არის საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორი.

მოქეიფე კაცი, ბრწყინვალე თამადა, ბ-ნი ოლეგი სკოლაში და თავის სამეგობროში ცნობილია აგრეთვე როგორც მშვენიერი ლექსების ავტორი. მას ჰყავს შვილი გიორგი, რომელმაც დაამთავრა ჩვენი სკოლა და ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში.
Category: matematika | Added by: vekua42 | Author: giorgi
Views: 4823 | Downloads: 198 | Comments: 25 | Rating: 5.0/2 |

Total comments: 2
2  
olegize magari maswavlebei ar minaxavs cxovrebashi .. chveni klasis usayvarlesi maswavlebeli da meroe damrigebeli :)

1  
olegi martla yvelaze magari maswavlebeliaaaaaaa

Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2016
Website builderuCoz