გურამ დევდარიანი - სკოლის დირექტორი ბოლო 22 წლის განმავლობაში. მის სახელს უკავშირდება სკოლის არსებობის ყველაზე რთული პერიოდი - 90-იანი წლების დასაწყისი. თავისი ადგილმდებარეობით ჩვენი სკოლა მოხვდა ურთულესი პოლიტიკური მოქმედებების ეპიცენტრში და მიუხედავად ამისა სკოლაში სასწავლო პროცესი გრძელდებოდა ჩვეულებრივი დატვირთვით. ამაში ბ-ნ გურამს ლომისწილი მიუძღვის.
წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა პედაგოგ-მათემატიკოსმა, ბ-ნმა გურამმა მოამზადა არაერთი სხვადასხვა დონის ოლიმპიადის გამარჯვებული. როგორც დირექტორის, მისი მადლიერნი არიან ჩვენი სკოლის მთელი თაობის კურსდამთავრებულნი, მათ შორის დღევანდელი საქართველოს მრავალი წამყვანი მეცნიერი, პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი.