V E K U A 42
Catalog categories
matematika [11]
მათემატიკა
pizika [3]
ფიზიკა
kartuli [0]
ქართული
geograpia [0]
გეოგრაფია
TEST [1]
ტესტი
films [0]
ფილმები
Site friends
Login form
Search
Our survey
Rate my site
Total of answers: 130
Statistics
Thursday, 2024-03-28, 3:31 AM
Welcome Guest | RSS
Main Page | Register | Log in
File Catalogue
Main » Files » matematika

ნუგზარ მახათაძე
[ · Download from mirror (1 kb) ] 2007-11-26, 12:02 PM
ნუგზარ მახათაძე - მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში 42-ე სკოლა პირდაპირ ან ირიბად ეჯიბრებოდა კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლა-ინტერნატს. ეჯიბრებოდა ოლიმპიადებში, სხვადსხვა ტურნირებსა თუ შეჯიბრებებში. და თუ 70-იანი წლების დასაწყისში კომაროვის სკოლა ხშირად იმარჯვებდა, ამაში გარკვეული ღვაძლი მიუძღვის სამ ახალგაზრდას - დღეს ჩვენი სკოლის წამყვან მათემატიკოსებს ოლეგ კვეტენაძეს, გურამ სიხარულიძეს და ნუგზარ მახათაძეს. ორი დიპლომი რესპუბლიკურ ოლიმპიადებზე მათემატიკაში და ერთი ფიზიკაში - ეს არის ის "ოფიციალური" წვლილი, რომელიც შეიტანა აღნიშნულ პაექრობაში მოსწავლე ნუგზარ მახათაძემ.
40-მდე მოსწავლე - რესპუბლიკური და სოროსის ოლიმპიადებების გამარჯვებულები, მათ შორის ლაშა პაიჭაძე, მარი კოვალენკო, სანდრო თარხნიშვილი, გიგა ჩქარეული (სამჯერ) - ეს არის ნუგზარ მახათაძის მონაგარი ამჯერად უკვე 42-ე სკოლის სასარგებლოდ. 1997 წელს ბ-ნი ნუგზარის მოსწავლეებმა ჯამში აჩვენეს საუკეთესო შედეგი რესპუბლიკის პედაგოგების მოსწავლეებს შორის, რაც განათლების სამინისტროს მიერ ღირსეულად იქნა შეფასებული და ბ-ნი ნუგზარი დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ პირეველ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში სულ ცხრა მოსწავლემ დაიმსახურა უმაღლესი შეფასება 100 ქულა, მათ შორის 3 ბ-ნი ნუგზარის მოსწავლეები იყვნენ: ალექსანდრე ქავთარაშვილი, გიორგი ჩაჩიბაია და რეზო ტატიშვილი.

ნუგზარ მახათაძე გაწონასწორებული და თავშეკავებული პიროვნებაა, მაგრამ საკმარისია წააწყდეს რაიმე უსამართლობას, რომ მისი აფეთქება გარდაუვალია. მოსწავლეებში აფასებს გონიერებასა და შრომისმოყვარეობას და გულწრფელად უკვირს, რა ესაქმება ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ბავშვს, რომელსაც სწავლა ეზარება. აღსანიშნავია, რომ ბ-ნი ნუგზარი ის იშვიათი მამაკაცი-მასწავლებელია, რომელიც არ უვლის გვერდს ერთ-ერთ უძნელესს საქმიანობას - კლასის დამრიგებლობას.

ჩვენ სკოლაში ბ-ნი ნუგზარი 1991 წლიდანაა, ხოლო იქამდე თსუ-ს მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 15 წელი მოღვაწეობდა სახელმწიფო-საგეგმო კომიტეტის გამოთვლით ცენტრში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.
არა მგონია, რომ კომაროვის სკოლაში ან სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდებს ბრიჯის თამაშს ასწავლიდნენ, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ბ-ნი ნუგზარი ისევე როგორც მისი მრავალი კოლეგა-მათემატიკოსი ამ თამაშის ერთგული თაყვანისცემელია, მრავალი ტურნირის მონაწილე და გამარჯვებული.

ბ-ნი ნუგზარი ორი შესანიშნავი ქალიშვილის მამაა - ნინომ და სალომემ დაამთავრეს ჩვენი სკოლა და ამჟამად წარჩინებული სტუდენტები არიან.
Category: matematika | Added by: vekua42 | Author: giorgi
Views: 2290 | Downloads: 375 | Comments: 6 | Rating: 5.0/1 |

Total comments: 6
6 ლუკა  
0
უმაგრესი მასწავლებელია !!!! ახსნაც და თითოეულ ბავშვთან მიდგომაც ზუსტად იცის საუკეთესო მხრიდან !!!! მაგრამ ვერ იტანს ზარმაცებს,საშინლად ბრაზდება :)
გამიმართლა რომ მისი მოსწავლე ვარ !!!!!!

5 ნიკოლოზი  
0
მაგარი და ჭკვიანი ადამიანია

4 ვერსკი  
0
ყველაზე მაგარი მასწავლებელიაააააა !!!!! მე მასწავლის და ძალიან მომწონს !!!! გაკვეთილსაც მაგარად ხსნის და ურთიერთობაშიც კარგი ტიპია :)

3 ლუკა  
0
ჩემი მასწავლებელიც გახდება წელს საშაბათოში და ცოტა არიყოს ვნერვიულობ,მითხრეს ძალიან მკაცრიაოოოოოოო :)))))

2 ****  
0
nugo magari kaci xar

1 Anri  
0
chemi maswia sashabatoshi :):)

Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024
Website builderuCoz