V E K U A 42
Catalog categories
matematika [11]
მათემატიკა
pizika [3]
ფიზიკა
kartuli [0]
ქართული
geograpia [0]
გეოგრაფია
TEST [1]
ტესტი
films [0]
ფილმები
Site friends
Login form
Search
Our survey
Rate my site
Total of answers: 130
Statistics
Thursday, 2024-05-02, 0:06 AM
Welcome Guest | RSS
Main Page | Register | Log in
File Catalogue
Main » Files » pizika

ლეილა ნარინდოშვილი
[ · Download from mirror (1 kb) ] 2007-11-27, 5:16 AM
ლეილა ნარინდოშვილი - ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი - ამ განხრით მან 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. მაგრამ ამ ვიწრო სპეციალობით არ უმუშავია - სძლია ბავშვობის ოცნებამ - პედაგოგობამ - და უკვე 1977 წლიდან ქ-ნი ლეილა ხდება 42-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი. მართალია, აქაც არჩევანის გაკეთება მოუწია - ბავშვობაში ის ჟურნალისტობაზეც ოცნებობდა. დღეს ეს იმაში გამოიხატება, რომ ძალიან უყვარს ქართული ლიტერატურა, კერძოდ პოეზია და ახერხებს დროის მონახვას, რათა მიიღოს ის დიდი სიამოვნება, რასაც კარგი წიგნის წაკითხვა ანიჭებს ადამიანს.

მრავალი გამოსაშვები კლასის დამრიგებელი, განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებს 2001 წლის 111-ს. მრავალი ნიჭიერი მოსწავლის პედაგოგი, პირველ რიგში იხსენებს დათო რუბანოვს, ლაშა მარტაშვილს, გიორგი მაღლაკელიძეს, ზვიად სიხარულიძეს, თემურ დანელიას... მრავალი დიდებული სპეციალისტის აღმზრდელი, ძალიან ამაყოფს ესპანეთში მოღვაწე პროფესორ-ფიზიკოსით ავთო გოგიჩაიშვილით, რომელიც მაგნიტურ ველებს იკვლევს.

ორი შვილის დედა - ორივემ 90 და 92-ში დაამთავრეს 42-ე, სკოლის უდაო პატრიოტი, მეთოდგაერთიანების თავჯდომარე, ასობით ბავშვის საყვარელი მასწავლებელი და ათობით პედაგოგის პატივსაცემი კოლეგა, წლების მანძილზე სოროსის გრანტის მფლობელი - ასეთია დღეს საქართველოში წამყვანი ფიზიკა-მათემატიკური სკოლის ყველაზე გამოცდილი პედაგოგი-ფიზიკოსი.

Category: pizika | Added by: vekua42 | Author: giorgi
Views: 1432 | Downloads: 294 | Rating: 4.5/2 |

Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024
Website builderuCoz