V E K U A 42
Catalog categories
matematika [11]
მათემატიკა
pizika [3]
ფიზიკა
kartuli [0]
ქართული
geograpia [0]
გეოგრაფია
TEST [1]
ტესტი
films [0]
ფილმები
Site friends
Login form
Search
Our survey
Rate my site
Total of answers: 130
Statistics
Tuesday, 2024-03-19, 2:13 AM
Welcome Guest | RSS
Main Page | Register | Log in
File Catalogue
Main » Files » pizika

თემურ გაჩეჩილაძე
[ · Download from mirror (1 kb) ] 2007-11-27, 5:26 AM
თემურ გაჩეჩილაძე - ბ-ნი თემური უკვე დიდი ხანია იკავებს 42-ში თავის განსაკუთრებულ ადგილს. როგორც პედაგოგი ის უზომოდ უყვართ ბავშვებს; როგორც პედკოლექტივის წევრი - მის მიმართ არა მხოლოდ პატივისცემით, არამედ სიმპათიით არის განწყობილი ყველა პედაგოგი; როგორც ფიზიკოსი - თსუ-ს ფიზიკური ფაკულტეტის კურსამთავრებული, წლების მანძილზე იქვე ნამუშევარი, ბრწყინვალე ექსპერიმენტატორი, ბ-ნი თემური იმსახურებს დამსახურებულ ავტორიტეტს სპეციალისტებს შორის; და ბოლოს, როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი - ბ-ნი თემური სასწავლო ნაწილის გამგეა - ის ახერხებს დარჩეს ყველასთან მეგობრული - ბ-ნი თემური არ ყვირის, მაგრამ როდესაც რამდენიმე მასწავლებელი ერთად სთხოვს მას ცხრილში შეუძლებლის გაკეთებას, ის ჯერ აფეთქდება, მხოლოდ მერე მაინც დააყმაყოფილებს მათ თხოვნას.

როგორც პედაგოგი, ბ-ნი თემური არასოდეს იზღუდება მხოლოდ გაკვეთილებით. მრავალი რესპუბლიკური და სოროსის ოლიმპიადების გამარჯვებული მოამზადა მან, რამდენიმეჯერ ავარჯიშებდა სკოლის ნაკრებ გუნდს ნორჩ ფიზიკოსთა რესპუბლიკურ ტურნირებისათვის, ხოლო 2003 წელს გახლდათ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც მოამზადა და წაიყვანა გუნდი ნორჩ ფიზიკოსთა მე-16 საერთაშორისო ტურნირზე შვედეთში.

როგორც სპეციალისტი, ბ-ნი თემური გახლავთ მრავალი სტატიის ავტორი, არის ავტორი მე-10 კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოსი და მოფიქრებული აქვს მრავალი ორიგინალური ამოცანა. უკვე აღნიშნულ ტურნირზე შვედეთში ერთ-ერთი ამოცანა ზუსტად ბ-ნ თემურის ეკუთვნოდა. ინტერნეტ-აკადემიის ელექტრონულ ჟურნალში ბ-ნი გახლავთ მოსწავლე-ახალგაზრდობის გვერდის რედაქტორი.

სამი შვილის მამა - სამივემ დაამთავრა ჩვენი სკოლა, ფეხბურთის და საერთოდ სპორტის დიდი თაყვანისცემელი, კარგი მეგობარი და გულიანი ადამიანია. "Ребята, давайте жить дружно", - ამბობს კატა ლეოპოლდი ცნობილი მულტფილმიდან. ბ-ნ თემურის არ ჩამოუყალიბებია თავისი კრედო, მაგრამ ეს სიტყვები ძალიან კარგად ახასიათებს მის ბუნებას.


Category: pizika | Added by: vekua42 | Author: giorgi
Views: 2845 | Downloads: 317 | Comments: 6 | Rating: 1.5/2 |

Total comments: 4
4 vika  
0
pizika

3 BEQA.G.  
0
SHEN MAND BEQA XAR TU VINC XAR TU AM ADAMIANS AR ICNOB WYNARAD IYAVI TORE RAGACAS DAMARTEBT SHENC TAVS IYAVI WYNARAD.

2 ani  
0
neta am adamianisgan ra ginda shen shen tavs mixede magari kacia ,albat magari uswavleli da xistaviani xar,neta rames mainc swavlooobbbb?
beqa?magari kacia temur gachechiladzeeee

1 beqa  
0
au ra kaci supta amdgar sles gavs to :D

Name *:
Email *:
Code *:
Copyright MyCorp © 2024
Website builderuCoz