ნონა ქუშაშვილი - 1978 წელს - თსუ-ს მექანიკა-მათემატიკური ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ - ქ-ნი ნონა მოვიდა ჩვენ სკოლაში და უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ასწავლის მათემატიკას და ეს საგანი შეაყვარა თავის მრავალრიცხოვან მოსწავლეებს. რამოდენიმე წლის წინ მას სოროსის მასწავლებლის წოდება მიენიჭა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, მისი წოდებაა - მოსწავლეების წარმატებებია. და ეს წარმატებები მრავლადაა მის პედაგოგიურ მოღვაწეობაში - დღეს ქ-ნი ნონას აღზრდილები მუშაობენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, კითხულობენ ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტებში, მოღვაწეობენ ევროპის არაერთ ქვეყანაში. ქ-ნ ნონას ორივე შვილმა 42-ე სკოლა დაამთავრა, მათ კვალს შვილიშვილიც გაჰყვა.
ქ-ნ ნონას ძალიან უყვარს თავისი პროფესია. "ბავშვობაში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი და ასეც მოხდა -გავხდი მასწავლებელი". უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და ბავშვებსაც ძალიან უყვართ ის. როგორც პედაგოგი, არის ძალზე მომთხოვნი და მეტად გულისხმიერი ადამიანი. ცხოვრების ამოსავალ წერტილად თვლის სიკეთეს, ადამიანებთან ურთიერთობას და მათთან კარგ დამოკიდებულებას.
კიდევ ორი შტრიხი ქ-ნი ნონას სრულყოფილი პორტრეტის წარმოსადგენად. კითხვაზე, თუ როგორ ქვეყანაში იცხოვრებდა, მან უპასუხა: "რა თქმა უნდა, ვინატრებდი საქართველო დამენახა იმ ქვეყნებს შორის, სადაც არ ჰყავთ ღატაკი და გაჭირვებული ადამიანი. მაგრამ მე ჩემი ქვეყანა ასეთი მიყვარს და სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია". სამომავლო გეგმების შესახებ კი პასუხი ასეთი იყო: "ალბათ სიცოცხლის ბოლო წუთამდე, სანამ შევძლებ მუშაობას, ჩემ შრომას და ამაგს მოვახმარ ჩემ მოსწავლეებს..." http://vekua42.ucoz.com/load/1-1-0-8